კორონავირუსის დიაგნოზი შესაძლოა, ძაღლებმა ყნოსვით დაადგინონ

  • imedinews.ge
  • 15 ივლისი 18:12

France 24-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩილეში პოლიციელები ძაღლებს კორონავირუსით ინფიცირებულები ადამიანების ყნოსვის მეშვეობით ამოცნობას ასწავლიან.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ვირუსს არ აქვს სუნი, თუმცა ის, ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში მეტაბოლიკურ ცვლილებებს იწვევს, რაც გარკვეული ტიპის ოფლს გამოყოფს, რომელსაც ძაღლები ამოიცნობენ. 


მეცნიერების თქმით, ძაღლებს ინფიცირებული ადამიანების ამოცნობა 95%-იანი ეფექტიანობით შეუძლიათ.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge