მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, აკონტრილეთ საფულე - მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

  • fortuna.ge
  • 15 ივლისი 10:05

15 ივლისის მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზსს პორტალი „ფორტუნა“ ავრცელებს.

მზე დღეს მეტად ემოციური კირჩხიბის ზოდიაქოში იმყოფება, ხოლო მთვარე, მეტად ერთგულ კუროში, სწორედ ეს ტენდენციები იქნება დღეს წამოწეული წინა პლანზე.  მოერიდეთ ხალხის მასაში გარევას, იმატებს თვალის აღებისა და აურის ენერგოდაბინძურების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა მურაბის მოსახარშად, დაკონსერვებისთვის, ხელსაქმისთვის, სახლის მოსაწყობად, დიზაინის შესაცვლელად, მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთების, უძრავი ქონების შესაძენად, დღე პოზიტიურია სიყვარულისთვის და ქორწინებისთვის. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებსა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, აკონტრილეთ საფულე.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ენდოკრინული სისტემა, ყელს არე, ფარისებრი ჯირკვალი და სწორი ნაწლავი, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ყავისფერი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი და ამეთვისტო, ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა  კუროს, კირჩხიბისა, თხის რქისა და თევზებისათვის, დღე ნეგატიურია ლომთათვის და სასწორთათვის.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge