რატომ არ იყო იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატში დაბადების დღის ფოტოები? - ანა გაბეჩავას განმარტება

  • 15 ივლისი 00:57

საბედისწერო ღამის იუბილარი ანი გაბეჩავამ 19 ივნისის ღამის მოვლენებზე „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორთან  ელისო კილაძესთან ისაუბრა. 

ანა გაბეჩავას თქმით, იაკობ ბრეგვაძე, დაბადების დღეზე მცხეთაში გვიან მივიდა, რის შემდეგაც ჩხუბი მალევე დაიწყო. ანას აზრით, სავარაუდოდ, ამ მიზეზის გამო არ იყო ბრეგვაძის აპარატში დაბადების დღის ფოტოები.


ამასთან ანამ აღნიშნა რომ იაკობს მისთვის სურათები არ გადაუღია.



ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 4 დღიანი ძებნის შემდეგ არაგვში დაღუპული იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ოთხი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.


საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.