მირიან ნიკოლაძე სააკაშვილს მიმართავს

  • 15 ივლისი 00:42

ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მიხეილ სააკაშვილს პასუხობს.

„ეს ვიღას დაკარგვია, ვინმემ ხომ არ იცით? ეს პოლიტიკური გვამი ეს, ოცნების საფრთხობელობის გარდა, რომ აღარაფერი ფუნქცია აღარ გააჩნია ამ ცხოვრებაში, წაეთრევა ეს ხელისუფლება მალე, შენნაირი საფრთხობელა აღარავის დასჭირდება და მიგაბრძანებენ, სადაც ჯერ არს.


სულ „ყიდვა-გაყიდვა“ როგორ ელანდებათ ამ უჯიშოებს ყველაფერში. შენგან განსხვავებით რუსეთის кгб-ს გენერალ ბიძას არ გაუზრდია გიორგი, ქართველმა იურისტმა გაზარდა“, – წერს მირიან ნიკოლაძე.


 



ცნობისთვის მიხელ სააკაშვილმა ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ 19 წლის გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მოსყიდულია და საქმის ცაფარცხვას ცდილობს.