გიორგი შაქარაშვილს მისმა სტილისტმა საფლავზე თმის ჟელე მიუტანა - ვიდეო

  • 15 ივლისი 00:03

ტრაგიკულად დაღუპულ 19 წლის ფეხბურთელს, მოწესრიგებულ ადამიანად ახასიათებენ. მისი მეგობრები ამბობენ, რომ ის თავს განსაკუთრებულად უვლიდა.

გიორგის სტილისტისა და მეგობრის ერო სადოევის თქმით, გიორგი ყოველთვის ლაღი და ბედნიერი ხასიათით გამოირჩეოდა.


„სულ კარგ ხასიათზე იყო, რომ დავინახავდი მეც კარგ განწყობაზე მაყენებდა. ბოლოს 18-ივნისს იყო. დამირეკა დაბადების დღეზე მივდივარ და მოვალო. მოვიდა გავუკეთე თმა. ძალიან ბედნიერი იყო, უხაროდა.“, - იხსენებს შაქარაშვილს მისი მეგობარი.



ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 4 დღიანი ძებნის შემდეგ არაგვში დაღუპული იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ოთხი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.


საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.