ვიფიქრეთ, ჩხუბი მოხდა და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი - რას ჰყვება გოგო რომლის წვეულებაზეც შაქარაშვილი იყო

  • 14 ივლისი 22:48

ანა გაბეჩავა, რომელის დაბადების დღეც 19 წლის გიორგი შაქარაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, პირველ კომენტარს ჟურნალისტ ელისო კილაძესთან აკეთებს.

ჟურნალისტის მონათხრობის მიხედვით, მედიაში მის შესახებ ძალიან ბერვი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. კილაძის თქმით, ანა გაბეჩავამ მას უთხრა, რომ გიორგი შაქარაშვილს კარგად არც იცნობდა. მისივე თქმით, ანის დაბადების დღეზე ადამიანების ნაწილი დაუპატიჟებლად მივიდა.


„შაქარაშვილს არ ვიცნობდი კარგად. სამი-ოთხჯერ მყავდა ნანახი, ჩემი მეგობრის მეგობარი იყო. არანაირი სიმპატია არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ. ვახო ჩიქოვანს არც კი ვიცნობ. არ ვიცი ვინ მოიყვანა, უბრალოდ, იყო ჩემი უბნელი. როცა ჩხუბი დაიწყო გარეთ, უბნებს „ნახალოვკასა“ და „საბურთალოს“ შორის მიმდინარე კონფლიქტში ჩავერთე მეც. ყველა სტუმარი გავუშვი და ჩვენ გადავწყვიტეთ ლისზე მეგობართან წასვლა“, - ამბობს ანა გაბეჩავა.



კიდევ ერთმა მეგობარმა ის რელიგიურ ადამიანად დაახასიათა - „ძალიან რელიგიური ადამიანი იყო. სახლიდან პირჯვრის გადაწერის გარეშე არ გადიოდა. ხატს აკოცებდა და ისე მიდოდა ხოლმე ყოველთვის“.


ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 4 დღიანი ძებნის შემდეგ არაგვში დაღუპული იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ოთხი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.


საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.