ლუკა სირაძის დედა: ჩოლოიანი ჩემს შვილს ეუბნებოდა, კისერს მოგიგრეხ - იცი თავს სად გიკრავო?

  • 14 ივლისი 22:15

15 წლის ლუკა სირაძის დედა ელიკო ჩხიტუნიძე გადაცემა „პოლიტმეტრში“ მისი შვილის დაკითხვის დეტალებს იხსენებს. ის ამბობს, რომ მარიამ ჩოლოიანი ლუკას მიმართ ძალიან აგრესიული იყო და ლუკას მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობდა.

„ჩვენ ვიცით, რომ კედლები შენ მოხატე და აღიარე“ - ეუბნებოდა ჩოლოიანი ლუკას. ლუკა უარყოფდა, განერვიულდა და აგრესიული გახდა. ჩოლოიანმა მას უუთხრა: იცოდე, კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერი? მე შენი მინაწერი მაქვს - მეგობარს რომ ეუბენბი, მე დავხატე კედელიო. აღიარე ყველეფერიო. შემეშინდა და ჩემ შვილს დავურეკე, ბექას გორში. მან ჩამოსვლა ვერ მოახერხა. იქ ვთქვი, რომ ბექა ძალინ წარმატებული იყო და სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. ამის შემდეგ მარიამ ჩოლოიანმა ლუკას უთხრა - თუ არ აღიარებ, შენ ძმას სამსახურიდან გამოუშვებენ. ჩათვალე, ახლა ჩანთას ჩაალაგებს და იქედან წამოვაო“. შემდეგ მოიყვანა „მწვანე სკოლის“ მოსწავლე მშობელთან ერთად და ლუკას ეუბნებოდა, რომ ამ გოგონამ თქვა, რომ კედლები ლუკამ მოხატაო. ბავშვმა უარყო, შემდეგ უკვე ამ გოგოს დაემუქრა - გინდა დედაშენს ვანახო ლუკასთან მინაწერი მესიჯებიო? კი, ანახეო, დასამალი არაფერი მაქვსო,“ - იხსენებს ჩხიტუნიძე „ფორმულას“ ეთერში.


15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.


პოლიციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით „მწვანე სკოლამ“ მიმართა, რომლის ტერიტორიაზეც გვიან ღამით არასრულწლოვანმა სხვადასხვა წარწერები დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს 15 წლის ლუკა სირაძემ გააკეთა, რომელიც „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლე იყო.


საიას ინფორმაციით, დაკითხვაზე ლუკა სირაძე ყოფილ თანაკლასელს დააპირისპირეს და მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, რის შემდეგაც ის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო.


შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ბავშვი მშობელთან ერთად გამოკითხეს და ფსიქოლოგიური ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მათ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს. გამოძიებას სწორედ ის განყოფილება აწარმოებს, სადაც არასრულწლოვანზე, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურად იძალადეს.


სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცავს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.


ვინ არის მარიანა ჩოლოიანი?


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მარიანა ჩოლოიანი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეში.


ორგანიზაციის განცხადებით, გოგუაძე 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც საიაში ამბობენ, დასჯისა და აღიარებითი ჩვენების მოპოვებისთვის გოგუაძეზე იყო როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობა.


ორგანიზაციის განცხადებით, ჩოლოიანმა სასამართლოში ძალადობა უარყო. ამავე დროს, კი 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასათანადო მოპყრობა დადგენილად მიიჩნია.