მირიან ნიკოლაძე: სამუშაო ვერსია საზოგადოების გასარჩევი არ არის

  • 1tv.ge
  • 14 ივლისი 20:41

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებული გენეტიკური ექსპერტიზის პასუხები ჯერ ცნობილი არ არის.

„ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე და ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა ეს არის სამუშაო ვერსია, ვარკვევ შსს-სთან და საზოგადოების გასარჩევი არ არის. გენეტიკური ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ არის, ველოდებით. არცერთ კონკრეტულ თემაზე დღეს არ ვსაუბრობ“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.


19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 4 დღიანი ძებნის სემდეგ არაგვში დაღუპული იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ოთხი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.


საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge