საფრანგეთში დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება?

  • 1tv.ge
  • 14 ივლისი 18:21

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება, რის გამოც ქვეყანაში, სავარაუდოდ, გამკაცრებული ზომები ამოქმედდება.

მისივე განცხადებით, შესაძლოა, პირველი აგვისტოდან პირბადეების ტარება ყველა საჯარო დახურულ სივრცეში სავალდებულო იყოს.


ცნობისთვის საფრანგეთში პირბადეების ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულოა, ხოლო სავაჭრო ცენტრებში მხოლოდ რეკომენდირებულია.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge