დიანა ტრაპაიძემ „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობაზე უარი თქვა

  • primetime.ge
  • 14 ივლისი 18:01

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ „რუსთავი 2“-ს თანამშრომლობაზე უარი უთხრა.

„ეს იყო მათი მხრიდან შემოთავაზება და წინადადება, ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება იყო უარი“- განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.


ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიანა ტრაპაიძე „ტვ პირველიდან“ წასვლის შემდეგ, მუშაობას „რუსთავი 2“-ზე გააგრძელებდა.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge