სად იყრის კენჭს ანა დოლიძე?! - „მოხალისეთა ჯარი უნდა შევიკრიბო“

  • ptn.ge
  • 14 ივლისი 16:53

„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ანა დოლიძე ერთი თვის განმავლობაში მიიღებს.


„განვიხილავ მაჟორიტარობასაც მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ეს არის უკვე ძალიან გართულებული, რადგან სამაჟორიტარო ოლქები არის უზარმაზარი. დრო, ჯერჯერობით, არის დარჩენილი ბოლო გადაწყვეტილების მიღებამდე – დაახლოებით, თვე-ნახევარი. ამიტომ ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებ იმისთვის, რომ კარგად ჩამოვყალიბდეთ ორგანიზაციულად. მოხალისეთა ჯარი უნდა შევიკრიბო, თუ გადავწყვეტ მაჟორიტარობას. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადაში მივიღებ,” - განაცხადა დოლიძემ „პრაიმტაიმნიუსთან“.

სრული ვერსიის ნახვა ptn.ge