ნეგატივთან გამკლავების 5 საუკეთესო საშუალება

  • horoskopi.ge
  • 14 ივლისი 14:07

წარმოგიდგენთ რამოდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ ნეგატიური ადამიანებისა და მათგან წამოსული უარყოფითი ენერგიის შეკავებაში.

1. ყოველთვის შეინარჩუნეთ სიმშვიდე


რაც უფრო მშვიდი და გაწონასწორებული იქნებით, მით უფრო კარგა იმუშავებს თქვენი სხეული და გონება. წონასწორობიდან თქვენი გამოყვანა - არის სწორედ ის, რის მიღწევასაც ცდილობენ ტოქსიკური ადამიანები. რაოდენ ქაოტური და არანორმალურიც არ უნდა გეჩვენოთ ცხოვრება, აუცილებლად ეცადეთ, რომ ბოლომდე შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან ხშირ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.


2. დაკავდით თეთრი შუქის მედიტაციით


ეს არის მედიტაციის სახეობა, რომლის დროსაც ადამიანი პოულობს მასში არსებულ, ფარულ თეთრ შუქს და ეხმარება მას გარეთ გამოსვლაში და მისგან იკეთებს ერთგვარ დამცავ გარსს. თუ ამ მედიტაციით მუდმივად დაკავდებით, ეს შუქი ნამდვილად დაგიცავთ სხვისი ენგატივისაგან და თქვენს ენერგიასაც დაიცავს გარე ზემოქმდებისგან.


3. შეეცადეთ არ მიიტანოთ ნეგატივი სახლში


შინ დაბრუნებისას, შეეცადეთ სტრესი მთელი ნეგატივი, რომელიც დღის მანძილზე მიიღეთ - ზღურბლს მიღმა დატოვოთ, მასთან გამკლავებას შემდეგ დღესაც შეძლებთ.


4. გაანიავეთ სივრცე რაც შეიძლება ხშირად


სახლის ფანჯრებისა და კარების გაღებით განიავდება არამარტო სახლი, არამედ თქვენი სხეული და სულიც. როცა საქმე ნეგატივთან გაქვთ, უმჯობესია თავი აარიდოთ ნებისმიერ სიტუაციას, რომელშიც შეიძლება თავი იგრძნოთ «გამოჭერილად» ან «ჩაკეტილად». შეიძლება ნეგატივის სრულად ასაცილებლად კარ-ფანჯრის გაღება საკმარისი არ აღმოჩნდეს, თუმცა, ნამდვილად საჭირო და სარგებლობის მომტანი იქნება.


5. შეწყვიტეთ ნეგატიურ ადამიანებზე დროის ხარჯვა


და რაც მთავარია, შეწყვიტეთ ყურადღების დათმობა მათთვის (ფიქრებიშიც კი), ვინც ცდილობს ნეგატივის და ტოქსიკურობის ჭაობში ჩაგითრიოთ. თუ მათ კვლავ მისცემთ საკუთარი გულისა და სულის მოწამვლის უფლებას, საკუთარი თავს უდიდეს ზიანს მიაყენებთ, რომლის შედეგებთან ბრძოლა ძალიან დიდხანს დაგჭირდებათ.


გახსოვდეთ - თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას და სიმშვიდეს, თუმცა, ზემოთხსენებული ტიპის ადამიანებთან ერთად, მათ გავერასოდეს მიაღწევთ.

სრული ვერსიის ნახვა horoskopi.ge