მითხარი ზოდიაქოს ნიშანი და გეტყვი როგორი დედამთილი გეყოლება შენ

  • horoskopi.ge
  • 14 ივლისი 12:43

თუ დედამთილების ქცევის და ბუნების დამახასიათებელი თავისებურებები გეცოდინებათ, თქვენ ბევრი უსიამოვნების აცილებას შეძლებთ თავიდან.

მაშ ასე:


ვერძი - დედამთილი: 


ფრთხილად იყავით, რადგან თქვენი პირადი ცხოვრებისადმი მისი ინტერესი იმაზე დიდი იქნება, ვიდრე წარმოგდიგენიათ. მისი მოახლოვებისას თავს იგრძნობთ როგორც ჯარისკაცი გენერლის მოსვლისას. ის შეეცდება კონტროლის ქვეშ აიყვანოს ოჯახური სიტუაცია და ქარიშხალივით გაჩნდება თქვენს სახლში. 


კურო - დედამთილი: 


გარკვეული დროის მანძილზე ის იამაყებს თავისი „საყვარელი“ რძლით, მაგრამ როცა ყველაზე ნაკლებად ელით, მაშინ შეგახსენებთ რომელიმე დანაპირებს, რაც იმას გულისხმობს, რომ პირობა არ შეასრულეთ, რაც მას არ მოეწონა. გამოიჩინეთ სიფრთხილე მისთვის ბავშვების დატოვებისას, რადგან მას უყვარს შვილიშვილების გათამამება. 


ტყუპებიდე - დამთილი: 


თუ თქვენ შეძლებთ მასზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას, ეს ლატარეაში მოგების ტოლფასი იქნება. ის ადამიანების იმ ტიპს მიეკუთვნება, ვისი გაგებაც ძალიან რთულია, რადგან ამბობს ერთს, ფიქრობს მეორეს და აკეთებს მესამეს. თუმცა, ის იდეალურად შეეფერება ძიძის როლს, რადგან უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. მისი მოთხოვნილება, ჩაერიოს ვაჟის პირად ცხოვრებაში, გამყარებულია მის მომავალზე ზრუნვის არგუმენტებით. კარგი ისაა, რომ ყოველდღიურ ურთიერთობაში უფრო მეტად თქვენს მხარეს იქნება და ეს არა იმიტომ, რომ ძალიან უყვარხართ, არამედ იმიტომ, რომ სამართლიანობის გრძნობა აქვს, ან უბრალოდ იმ მომენტში იქნება ასეთ ხასიათზე.


კიბო - დედამთილი: 


ის ყველაფერს აუჩქარებლად აკეთებს, თავის ნაჭუჭში იკეტება და ნებისმიერ წვრილმანზე ნიანგის ცრემლებით ტირილს იწყებს. კიბოს არ უყვარს ადამანებისთვის ზიანის მიყენება. არასოდეს იფირქოთ მისი მოტყუება, რადგან განსაკუთრებული ინტუიცია აქვს. დედამთილი კიბო ზედმეტად მგრძნობიარეა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი, რასაც  აკეთებს ის არის შვილებთან და ოჯახთან ახლოს ყოფნისთვის.


ლომი - დედამთილი: 


ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული დედამთილი პირველ რიგში, თქვენში კონკურეტნს დაინახავს, ასე რომ, ნუ გექნებათ მისგან შექების მიღების იმედი. ის შეეცდება გააკონტროლოს არამარტო თქვენი ოჯახური სიტუაცია, არამედ თავად თქვენც. მისი ყველაზე დიდი პოზიტიური მხარე მდგომარეობს იმაში, რომ შესანიშნავი პედაგოგია, და მიუხედავად დიდი სიყვარულისა შვილიშვილებს სწორად აღზრდის.


ქალწული - დედამთილი: 


ის გაცილებით რბილი და გამჭრიახია, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნის მატარებელი დედამთილები. მისი გულისკენ მიმავალი გზა გადის სისუფთავეზე. თუ ამ მხრივ პრობლემები გაქვთ, კრიტიკას და მკაცრ ზედამხედველობას ვერ ასცდებით. ბუნებით კეთილი ადამიანია და კარგს იზამთ, თუ რჩევების მიღების მიზნით ხშირად მიმართავთ - ეს თქვენს ურთიერთობებს მხოლოდ პოზიტივს შემატებს.


სასწორი - დედამთილი: 


ის თქვენი მარჯვენა ხელი გახდება, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში მხარდაჭერას და დახმარებას გაგიწევთ. თუმცა, ზედმეტად რთულ და დაძაბულ სიტუაციებში, ის სწრაფად გაგეცლებათ, რადგან არასოდეს შესწევს ძალა მსგავს ვითარებაში კონცენტრირდეს და მობილიზდეს. ასევე ვერ გაუძლებს შეუსრულებელი საქმის გამო შენიშვნის მიცემას. სასწორი დედამთილი მუდმივად კარგ ხასიათზე იქნება და შვილიშვილებსაც ყოველთვის გაანებივრებს საჩუქრებით.


მორიელი - დედამთილი: 


ამ შემთხვევაში დედამთილი-მორიელი შეიძლება იყოს სრული ტირანი და ალქაჯი, რომელიც სულის მოთქმის საშუალებას არ მოგცემთ, ან პირიქით, მიგიღოთ და მუდმივად მოახდინოს თქვენდამი სიყვარულის და პატივისცემის დემონსტრირება. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა მასთან თქვენი პოზიცია ღიად, პირდაპირ და თამამად დააფიქსიროთ, რითაც მის პატივისცემას დაიმსახურებთ.


მშვილდოსანი - დედამთილი: 


მოემზადეთ უდედამთილოდ ცხოვრებისთვის - ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ქორწინების შემდეგ, ის ყველა მოვალეობას, რაც მისი ვაჟისადმი ჰქონდა, უკლებლივ გადმოგაბარებთ. მის გვერდით ცხოვრება საკმაოდ მშვიდი და კომფორტული იქნება. 


თხის რქა - დედამთილი: 


ის თქვენი ოჯახის მხოლოდ ფინანსურ მხარეში ჩაერევა, რადგან მხოლოდ ეს საკითხი აინტერესებს ყველაზე მეტად. ასევე შიგადაშიგ გაგანებივრებთ თავისი ნამცხვრებით. შვილების დიდი ხნით მასთან დატოვება არ ღირს, რადგან ძალიან გაათამამებს. თუ ფინანსური მხარდაჭერა დაგჭირდებათ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ ამის იმედი გქონდეთ და სასარგებლო რჩევებსაც ხშირად მოგცემთ.


მერწყული - დედამთილი: 


ამ ნიშნის მატარებელი დედამთილის ერთადერთი მიზანია საყოველთაო კეთილდღეობა და ზედმეტად არასოდეს შეგეხებათ. მისი ინტერესია მონაწილეობა მიიღოს საქველმოქმედო საქმიანობაში და ფაქტიურად ამ იდეით არის შეპყრობილი. თუ ეს სფერო თქვენთვის საინტერესო არ არის, დედამთილისგან პატივისცემა და კარგი დამოკიდებულება რთული მოსაპოვებელი იქნება. დახმარების თხოვნისას უარს არასოდეს გეტყვით. 


თევზები - დედამთილი: 


მოემზადეთ იმისათვის, რომ ის თქვენი სახლიდან ფაქტიურად არსად წავა. თუმცა, ამას ბოროტი განზრახვით არ იზამს. მას მხოლოდ დახმარება სურს და უნდა, რომ თავი სასარგებლო ადამიანად იგრძნოს. დედამთლ-თევზებთან ურთიერთობის ასაწყობად გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა მასთან გარკვეულწილად დისტანცირება და ამათანავე ხშირად უთხარით რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ადამიანია თქვენთვის. ეს მანიპულაცია ასევე დაგეხმარებათ მისი ენერგია შვილიშვილების აღზრდიკენ მიმართოთ, რაშიც ის ნამდვილად დაგეხმარებათ და მათ მიმართ მთელ თავის სითბოს და სიყვარულს გამოავლენს.  


 

სრული ვერსიის ნახვა horoskopi.ge