ის, რაც ბინის გაქირავების ან ქირაობის დროს უნდა იცოდეთ

  • primetime.ge
  • 14 ივლისი 10:28

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად ამოქმედდა რეკომენდაციები ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის.

ბინის გამქირავებელი ვალდებული იქნება შეასრულოს შემდეგი წესები, ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ წერს.


ბინის გამქირავებელს ამიერიდან ევალევა,  პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია განათავსოს, 


ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის გამოყოფა ერთჯერადი პლასტიკური პაკეტით, CHECK OUT-ის შემდგომი პროცედურის დაცვა – დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება/დასუფთავება, ასვე დალაგების დროს პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენება.


ასევე გამქირავებელს ევალება, დალაგების დაწყების წინ და დასრულების შემდეგ ხელების დაბანა საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში ან 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება, ყოველი გამოყენების შემდეგ მტვერსასრუტის გასუფთავება სადეზინფექციო საშუალებით.


გამქირავებული ვალდებულია, გამოყენებული თეთრეული და პირსახოცები შეგაროვოს სპეციალურ ტომატარში და თეთრეული გარეცხონ  60 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის წყლით და სათანადო სარეცხი საშუალების კომბინაციით. 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge