მაჩალიკაშვილისა და შაქარაშვილის საქმეზე პარალელის გავლება შესაძლებელია

  • mtavari.tv
  • 13 ივლისი 23:08

დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, თემირლანის გარდაცვალებიდან ორი-სამი თვის მერე მივხვდი რომ არანაირი აზრი არ ჰქონდა ხელისუფლება აღიარებდა თუ არა საკუთარ დანაშაულს, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემაში „დღის სტუმარი“ ისაუბრა.

მისი თქმით, მაჩალიკაშვილისა და შაქარაშვილის საქმეზე პარალელის გავლება შესაძლებელია. მალხაზ მაჩალიკაშვილის აზრით, რომ არა მედია და ჟურნალისტები, ხელისუფლება მაჩალიკაშვილების ოჯახს მთლიანად გაანადგურებდა. 


„პარალელების გავლება ამ ორ საქმეში შეიძლება. დღეს საქართველოში ყველამ იცის, რომ ხელყუმბარა იყო შემოტანილი. სანამ ხელყუმბარას შემოიტანდნენ, სასწრაფო გაუშვეს სხვა სოფელში, ომალოში. ეს იმისთვის რომ ხელყუმბარა შემოეტანათ, ვერ მოასწრეს ვერ გათვალეს ეს წუთები..


აქედანვე დაიწყო თემირლანის საქმის გაფუჭება. ჟურნალისტებმა არ მისცეს სახელმწიფოს საშუალება მაჩალიკაშვილის ოჯახის მთლიანად განადგურებისა და გათელვისა.


ვხედავ რამდენი ზეწოლა ხდება შაქარაშვილის საქმე, მედიებზეც სუსის მხრიდან, უშიშროების მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდან.


მაგრამ, მიუხედავად ამისა, მედიამ ყველაფერი გააკეთა. შეეეძლოთ რაღაც მომენტში ცოტა უკანაც დახეულიყვნენ მაგრამ არა, როგორც საჭიროა და როგორც პატრიოტს შვენის, ისე მოიქცნენ. მე ერთი ადამიანი ვარ ვისაც მართლა ტკივა შაქარაშვილი, - ამბობს მაჩალიკაშვილი.


ცნობისთვის, 2018 წელს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც პანკისის სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 


ოჯახის წევრების მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცრაზმის თანამშრომლებმა საწოლში, მძინარეს ესროლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით კი, სპეცოპერაციისას, ის სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა. სუს-ის განცხადებითვე, ამოღებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.


 

სრული ვერსიის ნახვა mtavari.tv