ძაღლის ფეკალური მასებით ქუჩის დაბინძურებაზე ჯარიმა გაორმაგდა

  • pia.ge
  • 13 ივლისი 17:54

პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი, რომლის თანახმადაც ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება.

კერძოდ, ცვლილებით, საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა-ნაგებობიდან ნარჩენის გადმოყრა 100 ლარის ნაცვლად 200 ლარით დაჯარიმდება;


ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირები დაისჯებიან არსებულის ორმაგი ოდენობის ჯარიმით - 100 ლარი.


ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 2კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენის გადმოყრა გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ნაცვლად 250 ლარის ოდენობით;


5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით;

სრული ვერსიის ნახვა pia.ge