აღმოაჩინე გერმანია თბილისში

  • 6 თებერვალი 16:48

თბილისი ამოჩემებული ადგილების ქალაქია. ყველას გვაქვს ჩვენთვის  საყვარელი კაფე, პარკი, გასართობი ადგილები, ბარები, მაღაზიები...

რამდენიმე თვის  წინ გახსნილი  გერმანული ლუდის სახლი  „მიუნხენიც“ სწორედ ასეთი ადგილია, თბილისში რომ ლუდის ნებისმიერმა მოყვარულმა იცის და შედარებით ახალბედებს ურჩევს, თუ სად უნდა გასინჯოს ნამდვილი ლუდი.


გერმანული ლუდის სახლი, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიღმის ხიდის მიმდებარედ მდებარეობს, გამორჩეული არქიტექტურის გამო აუცილებლად მოგხვდებათ თვალში.


აქ შესვლისთანავე თავს ნამდვილად იგრძნობთ მიუნხენში: ამაზე ინტერიერი და სპეციალურ ფორმებში გამოწყობილი მიმტანებიც იზრუნებენ.


ფართო და ნათელი დარბაზები, გერმანული მუსიკა, სცენასთან არსებული მოხატული კედელი, სადაც მიუნხენის მოედანია გამოსახული, მოხატული ფანჯრები;



ფართო ტერასები, სადაც ზაფხულის ცხელ საღამოებს გერმანული ლუდითა და სასიამოვნო  ხედებით გაიმრავალფეროვნებთ;



გერმანული მიწების გერბები და ისტორიული ფოტოების კოლაჟების მრავალფეროვნება, ხელით მოხატული კედლები, ხის მასიური სკამები და მაგიდები -ეს ყველაფერი ნამდვილ „გერმანულ სულს“ ქმნის.


აქვეა VIP ოთახიც ბუხარით, რომელიც  ზამთრის სუსხიან საღამოებს განსაკუთრებით უხდება.



უგემრიელესი კერძები სტუმრების თვალწინ მაყალზე მზადდება და ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება.


როგორც ნამდვილ ლუდის სახლს შეეფერება, გერმანული და ქართული მენიუც არაჩვეულებრივად ერგება გურმანების მოთხოვნებს: მრავალფეროვანი სტარტერები, სალათები, ძეხვეულის დაფები და მთავარი კერძები,რომლებიც 12 სახეობის ნამდვილ გერმანულ ლუდს იდეალურად ეხამება.


გერმანული ლუდი სპილენძის დიდ კასრებში ინახება.


თუკი მრავალფეროვანმა მენიუმ დაგაბნიათ, მიმტანები აუცილებლად გირჩევენ, რით დაიწყოთ. ინტერიერის რომელიმე ფოტო


ლუდის სახლი სულ რამდენიმე თვეა გაიხსნა და ამ მოკლე დროის განმავლობაში მოახერხა მრავალი ქართველი და უცხოელი სტუმრის  სასიამოვნოდ გაოცება.


 „მიუნხენს“ ხშირად სტუმრობს მათიასი, რომელიც რამდენიმე წელია  გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა და ლუდის სახლის ხშირი სტუმარი გახდა.



 „ლუდის სახლ მიუნხენს ხშირად ვსტუმრობთ მე და ჩემი მეგობრები,  პირველად ჩემმა ქართველმა მეგობრებმა სიურპრიზი მომიწყვეს და გამაცნეს ეს საოცარი და რაც მთავარია  გერმანული გარემო.ლუდი ზუსტად ისეთია, როგორსაც სახლში ვსვამ და თავსაც  ისე ვგრძნობ,როგორც სახლში.აქაურობის ხშირი სტუმარი ვარ და როდესაც ჩემი ქვეყანა მენატრება, ამ გარემოში თავს მაქსიმალურად კომფორტულად და კარგად ვგრძნობ“ - ამბობს მათიასი.


და ბოლოს, წარმოიდგინეთ: ზაფხული, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი, ფართოეკრანიანი ტელევიზორები და ნამდვილი გერმანული ლუდი! ფეხბურთი ხომ ყოველთვის კარგი მიზეზია მეგობრებისა და ოჯახის შესაკრებად. „მიუნხენში“ იზრუნებენ, რომ ეს ჩემპიონატი დაუვიწყარი გახადონ თქვენთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თქვენი საყვარელი ნაკრები ჩემპიონატს გამოეთიშება.