იდეა მაქვს - საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებას დაერქვას გიორგი შაქარაშვილის სახელი - მაქარაშვილი

  • 13 ივლისი 16:59

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ინიციატივით გამოდის. მას სურს, რომ საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებას შაქარაშვილის სახელი ეწოდოს.

ამისთვის მაქარაშვილი მხარადმჭერესბ ეძებს და ადამიანებს აღნიშნული პოსტის გაზიარებას სთხოვს.


„ერთი იდეა მიტრიალებს თავში, თუ მოგეწონებათ მომეხმარეთ გავრცელებაში და შედეგიც უფრო სწრაფად და მარტივად დადგება. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებას დაერქვას გიორგი შაქარაშვილის სახელი”, – წერს გიგა მაქარაშვილი.


ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 21 ივნისს წყალ­ში იპო­ვეს.


შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.


10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.


საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.