პატრიარქი: წარმოიდგინეთ, საქართველოში ჩამოაქვთ კვართი უფლისა - რა დავიმსახურეთ, რითი დავიმსახურეთ

  • 1tv.ge
  • 13 ივლისი 14:51

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის.

„წარმოიდგინეთ, საქართველოში ჩამოაქვთ კვართი უფლისა, საქართველო ხდება წილხვედრი ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რითი დავიმსახურეთ, ჩემი აზრით, ეს არის წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა. ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წყალობა, ჩვენ მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თორმეტი მოციქული, მეთევზეები – მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ უბრალო ადამიანებს. უბრალო ადამიანში შედის მადლობა ღვთისა და ჩვენ უნდა მადლობა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. წყალობა ღვთისა და მადლი ღვთისა მოეფინა 12 მოციქულს, მაგრამ ერთმა ვერ დააფასა“, – აღნიშნა პატრიარქმა.


 

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge