ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და ტკბილი ადამიანი აღარ მყავს - მარიამ გეგუჩაძის ემოციური სტატუსი

  • 13 ივლისი 13:12

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი მარიამ გეგუჩაძე ბებიის გარდაცვალების გამო სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. 

მარიამი ამბობს, რომ ბებო მისი ყველაზე დიდი სიყვარული და ყველაზე ტკბილი ადამიანი იყო, რომელიც მის ყველა მეგობართან მეგობრობდა და ყველა საიდუმლო იცოდა.


„რამდენადაც უხაროდა ამერიკაში რომ გადავედი, იმდენად ნერვები ეშლებოდა. პირველად იყო როცა ასე შორს ვიყავით და მთელ დროს ჩემთან ვერ გაატარებდა. 12-13 წელი, ერთად ვცხოვრობდით. ერთად გვეძინა. დედა იყო ჩემი. ბებია არა.


მეგობრობდა ჩემ მეგობრებთან. იცოდა ყველა ჩემი მნიშვნელოვანი ამბავი. პირველი იგებდა ყველაფერს, ჩემი ცხოვრების შესახებ. 12 წლამდე მამეცადინებდა, დადიოდა ყველგან სადაც მე. ცეკვა იქნებოდა ეს თუ ინგლისურის მასწავლებელი. ამ სამყაროში ყველაზე ძალიან მას ვუყვარდი. არავინ უყვარდა ჩემზე მეტად და ისე, არავის ესმოდა ჩემი.


ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და ყველაზე ტკბილი ადამიანი აღარ მყავს.


ეს სტატუსი იმიტომ დავწერე, რომ პანაშვიდის დროები უნდა დამეწერა. ვერც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ბებიაჩემზე რამე დავწერო მშრალად. ყველას რომ არ მოვუყვე, როგორი საოცარი იყო.


პანაშვიდები სამშაბათს და ოთხშაბათს- რამიშვილის 35 ბ. 12 სართულიხ .


ხუთშაბათს, საბურთალოს სასაფლაოს ამაღლების ეკლესიიდან დავემშვიდობებით ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფას მეგობარს“, - წერს მარიამ გეგუჩაძე.



ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის დედა დღეს 13 ივლისს გარდაიცვალა. ცნობილია რომ ის 5 თვის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.