მსოფლიო პატრიარქმა ქართველი მონაზონი მღვდლად აკურთხა

  • 12 ივლისი 19:49

მსოფლიო საკლესიო სიახლენის ინფორმაციით, დღეს, 12 ივლისს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, მღვდლად აკურთხა და კოსტანტინეპოლის ქართული თემის მოძღვრად დაადგინა, დიაკონ-მონაზონი ირაკლი ჯინჯოლავა.

დღეს 12 ივლისს მისმა ღვთაებრივმა ყოვლადუწმინდესობამ მთავარეპისკოპოსმა კოსტანტინეპოლისა, ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, მღვდლად აკურთხა და კოსტანტინეპოლის ქართული თემის მოძღვრად დაადგინა, დიაკონ-მონაზონი ირაკლი ჯინჯოლავა.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საპატივცემულოდ მას, მსოფლიო პატრიარქმა უწოდა სახელი ილია!


ვულოცავთ მღვდელმონაზონ ილიას (ჯინჯოლავა) ამ დიდ სამღვდელო პატივს!“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.