მეცოდები კაპიტანო – გიგა მაქარაშვილი თორნიკე შენგელიას

  • 12 ივლისი 19:25

„ყველა ქულის შემდეგ ყურში გესმოდეს: ანწუხელიძე! ანწუხელიძე! ანწუხელიძე! მეცოდები კაპიტანო“- ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკ-ში გადასვლას ეხმაურება.

„შენი ჩაგდებული ყველა ბურთის მერე, აი შენი პატრონი რუსები რომ დაიძახებენ „ურააა”, ყველა დედამოტყნული ქულის შემდეგ ყურში გესმოდეს: ანწუხელიძე! ანწუხელიძე! ანწუხელიძე! ანწუხელიძე! ანწუხელიძე! ანწუხელიძე! ანწუხელიძე! ანწუხელიძე! ანწუხელიძე!მეცოდები ამ განსაცდელისთვის კაპიტანო, ძალიან მეცოდები ჩემგან ყველა წმინდა შეგეწიოთ შენც და რუსებსაც!“ – წერს გიგა მაქარაშვილი.



ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანური გუნდ „ბასკონიადან“ რუსეთის კლუბ „ცსკა“-ში გადავიდა. სპორტსმენის, ამ გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა.


ადამიანების ნაწილი მას ოკუპანტი ქვეყნის გუნდში გადასვლის გამო აკრიტიკებს, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და გადაწყვეტილების გამო შენგელია არ უნდა გაკიცხონ.


თავად სპორტსმენმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ ის იყო და ყოველთვის დარჩება ქართული სულის მატარებელ პიროვნებად. ამასთან შენგელიამ დაწერა, რომ არავის წინაშე თავის მართლებას არ აპირებს. განსაცდელის მშვიდად გადატანაში კი უფლის იმედი აქვს.