რუსთავში, ჯართის მიმღებ პუნქტში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

  • 12 ივლისი 15:15

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, ჯართის მიმღებ პუნქტში აფეთქება მოხდა, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც ამავე პუნქტის თანამშრომელი იყო.

როგორც დაიჯესტს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 240 მუხლით დაიწყო, გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.