ნარკოლოგი: ალკოჰოლი ყველაზე საშიში ნარკოტიკია და ნუ გამომიხტებით ქართული სუფრის პატრიოტები

  • 11 ივლისი 20:45

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ალკოჰოლიზმს საქართველოს ერთ-ერთ დიდ უბედურებას უწოდებს. ექიმი ამბობს, რომ ამ პრობლემას ქვეყანაში სათანადო ყურადღება არ ექცევა.

მისივე თქმით, ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბევრი ადამიანი აგრესიული ხდება და როგორც ოჯახში ისე ქუჩაში ბევრ დანაშაულს ჩადის. 


სიხარულიძის აზრით, ადამიანები სასმელს ისე უყურებენ როგორც ანტიდეპრესანტს, რაც შეცდომაა. ექმის განმარტებით, ალკოჰოლის ხშირად მოხმარება დეპრესას აღრმავებს, ამძიმებს და ფსიქიკურ პრობლემებსაც იწვევს. 


მედიკოსი  სასმელთან დაკავშირებით სახელმწიფო ჯანდაცვის პილიტიკის შეცვლის აუცილებლობას უსვამს ხაზს:


„ალკოჰოლიზმი არის ჩვენი ქვეყნის დიდი უბედურება, რომელსაც სამწუხაროდ არავინ აქცევს ყურდღებას. არცერთი კვლევა არ ჩატარებულა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ადამიანს აქვს ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემა. არასოდეს არ სახელდება ციფრები რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ალკოჰოლური თრობის დროს, რამდენი მძღოლს ჩამოერთვა მართვის მოწომობა იმავე მიზეზით, რამდენი ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევა განხორციელდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რამდენი ოჯახი მალავს რომ მისი ოჯახის წევრს აქვს ალკოჰოლთან პრობლემები და რას ჩადის თრობის დროს მომხმარებელი და ა.შ. ამ სიის გაგრძლება შეიძლება უსასრულობამდე. არ ვაღიარებთ რომ ალკოჰოლი არის პრობლემა და აჩენს აგრესიას, ძალადობას.


ბოლოს დატრილებული ტრაგედიებიც არის ისევ და ისევ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩადენილი. საზოგადოება, რომელსაც აქვს პრობლემები ცდილობს ალკოჰოლით მოიხსნას დეპრესია, გუნებ-განწყობის დაქვეითება, უძილობა, კომუნიკაციის პრობლემები, კომლექსები. ფსიქიკური პრობლემის უამრავი სახის წამლადაც ალკოჰოლს მოიაზრებენ.


არა, ალკოჰოლი არ არის ანტიდეპრესანტი, პირიქით, დეპრესანტია და აღრმავებს ყვეალფერს რაც ზევით ჩამოვთვალე. ალკოჰოლიზმი ვერაგი დაავადებაა, რომელიც ანგრევს ადამიანის ფსიქიკას და ჯანმრთელობას. ის არის ყველაზე საშიში ნარკოტიკი. ოღონდ ნუ გამომიხტებით ეხლა ქართული ღვინის და სუფრის პატრიოტები. ძალიან კარგად ვიცი ზემოხსენებულის „ტრადიციების“ ფასიც, მაგრამ ის რაც დღეს ხდება სერიოზულ დაფიქრებას და სახელმწიფო ჯანდაცვის პილიტიკის შეცვლას მოითხოვს ალკოჰოლთან დაკვაშირებით. ამიტომ დავფიქრდეთ და მივხედოთ ამ პრობლემას, სანამ წაგვლეკა მისით გამოწვეული ძალადობის შემთხვევებმა“, - ნათქვმია ექიმის მიერ გავრცელებუ პოსტში.