ნარკოტიკებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულმა მე-11 კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა

  • primetime.ge
  • 11 ივლისი 20:24

„თბილისში ნარკოტიკებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულმა  მე-11 კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა“, -ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმთაიმი“ აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, არასრულწლოვანის ფსიქიატრიულ კლინიკაში განთავსება ადგილების სიმცირის გამო ვერ მოხერხდა. თუმცა ის მეტადონის პროგრამაში გუშინვე ჩაერთო.


ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელის თამარ ჯაფარიძის თქმით, 17 წლის ბიჭს დედამ მაშინ მიუსწრო როდესაც ფანჯრიდან გადმოხტომას აპირებდა.


„17 წლის ბიჭმა გუშინ, თვითმკვლელობა სცადა, ფანჯრიდან ხტებოდა. საბედნიეროდ, დედამ მიუსწრო და გადაარჩინა.


მერე, ჩემს ორგანიზაციას დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. ბავშვი თამაშდამოკიდებულებიცაა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულიც,” – ამბობს თამარ ჯაფარიძე „პრიმტაიმთან“ საუბრისას.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge