დემნა გვასალია: მკერდის ამოგდება და ფეხების გამოჩენა - ესეთი სექსუალურობა არ მაინტერესებს

  • 11 ივლისი 19:19

დიზაინერი დემნა გვასალია წერს, რომ მისი ტანსაცმელი კაცების საცდუნებლად არ იქმნება. ამასთან, ის ფიქრობს, რომ ქალი ყველაზე სექსუალური ძლიერ სილუეტებშია.

„ჩემი ტანსაცმელი ჩემთვის ძალიან სექსუალურია, მაგრამ ალბათ სხვებისთვის არ არის. ჩემი მეგობრები, ქალები, რომლებიც ჩემი შთაგონების წყარო არიან, არავის საცდუნებლად არ იცვამენ. ჩემი ტანსაცმელი კაცის ცდუნებისთვის არ არის. მკერდის ამოგდება და ფეხების გამოჩენა - ესეთი სექსუალურობა არ მაინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ ქალი ყველაზე სექსუალური ძლიერ სილუეტებშია.“ - წერს დემნა გვასალია.



დემნა გვასალია 1981 წელს  საქართველოში დაიბადა, სადაც მან გაატარა ცხოვრების 17 წელი. 


2015 წლის ოქტომბერში დემნა დანიშნეს Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად. ამით თავად დემნაც საკმაოდ გაკვირვებული იყო, მაგრამ ნათელი იყო, რომ ეს პოსტი მას Vetements-ის წარმატებულმა ჩვენებებმა მოუტანა, რომლის კოლექციები მოჩვენებითი უბრალოების პრინციპით იქმნება, და რომლის მიღმაც კარგად მოფიქრებული თარგები და ხარისხიანი მასალა იმალება. Vetements-ის სახელი გახმაურდა მაშინ, როდესაც მისმა ჯგუფმა ჩვენება მოაწყო ჩინურ რესტორანში Le Président-ში, შემდეგი ჩვენება გაიმართა პარიზის ერთ-ერთი კვარტლის მარეს გეი კლუბში - Le Dépôt. მარტში გუნდმა კიდევ გააკვირვა საზოგადოება ამერიკის საკათედრო გამზირზე გამართული ჩვენებით, სადაც სტუმრები დაბალ სკამებზე ისხდნენ.


ამ ჩვენებიდან სამი დღის შემდეგ დემნა გვასალიამ წარადგინა თავისი პირველი კოლექცია Balenciaga-სთვის. ექსპერტთა აზრი გაიყო - ზოგი აცხადებდა, რომ კოლექციამ სრული მარცხი განიცადა, ზოგიც კი პირიქით წარმატებას უწინასწარმეტყველებდა.


2016 წელს გამოცემამ Business of Fashion-მა დემნა გვასალია წლის პერსონად აღიარა. 2016 წლის Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე დემნა გვასალიამ აიღო წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო, ხოლო Vetements გახდა წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს კლასის ბრენდი.