შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებმა ერთი წლის წინ, ორი ახალგაზრდა სასიკვდილოდ გაიმეტეს

  • 11 ივლისი 18:13

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა სპორტსმენებმა ნიკა ბჟანიამ და გიგა ტატიაშვილმა 19 წლის ფეხბურთელის საქმემდე 2 ახალგაზრდა სასიკვდილოდ გაიმეტეს, - ამის შესახებ ახალგაზრდა ქალმა „ნოდარ მელაძის შაბათს“ განუცხადა.

 „ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, პოლიცია ნაცემების ოჯახს განცხადებების უკან გატანას აიძულებდა.
„ტვ. პირველის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ კრიმინალური გარჩევები კიკვიძის ბაღში, პოლიციის თვალწინ ხდებოდა.