გადადგა თუ არა ბათუმის მერი - რას ამბობს მისი მოადგილე?

  • imedinews.ge
  • 11 ივლისი 17:56

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის გადადგომასთან დაკავშირებით დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს მის მოადგლე სოფო ხალვაშს.

როგორც ხალვაშმა განაცხადა, ინფორმაციის შესახებ ტელევიზიით გაიგო და უწყებაში ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა.


„მერის გადადგომაზე ინფორმაცია არ მაქვს. ტელევიზიებისგან გავიგე და
დასაზუსტებლად მოვედი. მერთან დღეს საქმიანი საუბარი გვქონდა ერთ-ერთ პროექტზე და წასვლის შესახებ მას არაფერი უთქვამს“, - განაცხადა სოფო ხალვაშმა.


მერის სავარაუდო გადადგომაზე განცხადება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. მიზეზად კი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირება დაასახელა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge