ბათუმში კოვიდ 19-ით 1 და 4 წლის ბავშვები ინფიცირდნენ

  • primetime.ge
  • 11 ივლისი 13:11

ბათუმში კორონავირუსის 5 ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან 2 არასრულწლოვანია. 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ინფიცირებულები იმ სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ოჯახის წევრები არიან, რომელიც 2 ივლისს წითელი ხიდიდან შემოვიდა და 3 ივლისს სახლში, ერთი დღით იმყოფებოდა.


ცნობილია, რომ 9 ივლისს მას თურქეთიდან სარფის საბაჟოზე შემოსვლისას ტესტირება ჩაუტარდა  და კოვიდდადებითი აღმოჩნდა. ის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფიცირებულია მძღოლის დედა, მეუღლე და ორი არასრულწლოვანი ბავშვი, 4 წლის და ერთ წლამდე ასაკის.


stopcov.ge-ს სტატისტიკის მიხედვით, 11 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფექციისაგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


ამავე მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 231 პაციენტი.


საქართველოში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს გამოვლინდა. დღემდე ვირუსისგან 15 ადამიანია გარდაცვლილი.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge