შაქარაშვილის კონფლიტში მონაწილე პირი ბოლო ზარზე „ზვეზდოჩკებიანი“ პერანგით იყო

  • 11 ივლისი 12:08

ჟურ­ნა­ლის­ტი თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძე სოციალურ ქსელში ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც 17 წლის მოსწავლეს ბოლო ზარის ზეიმზე ქურ­დუ­ლი სიმ­ბო­ლი­კით დატვირთული პერანგი აცვია.

ჟურნალისტის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლ ფოტოზე ის პირია ასახული, რო­მე­ლიც გიორგი შაქარაშვილთან კონფლიქტში ფი­გუ­რი­რებს.


„ეს ფოტო გადაღებულია წელს, მაისში, თბილისში. ბოლოზარზე - 17 წლის ბავშვი სკოლას ამთავრებს და პერანგზე რა ახატია? ქურდული სიმბოლიკა. ეს გაატარა მშობელმა, მასწავლებელმა, სხვა ბავშვებმა, დირექტორმა, მანდატურმა, ყველამ. ნორმად მიიღეს. ესაა არასრულწლოვანი რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა. ხვდებით ხომ სადაა პრობლემა?



19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.