UNESCO თურქეთს აია-სოფიას ტაძართან დაკავშირებით დიალოგისკენ მოუწოდებს

  • en.unesco.org
  • 11 ივლისი 11:12

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია თურქეთს აიას-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დიალოგისკენ მოუწოდებს.

„UNESCO მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას დაიწყოს დიალოგი ნებისმიერი იმ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს აიას-სოფიას ობიექტის უნივერსალურ ღირებულებაზე“, - ნათქვამია იუნესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


აია-სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში 324-337 წლებში ააგეს. ტაძარი ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ (1453 წელი) მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ინიციატივით, აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა და UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.


თურქეთის უმაღლესმა სასამართლომ 10 ივლისს აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო.

სრული ვერსიის ნახვა en.unesco.org