„დღის გმირი“ - ჰასკმა ტაბახმელაში 5 წლის ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა

  • 11 ივლისი 10:26

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, ტაბახმელაში 5 წლის ბავში ჰასკმა გიურზას ჯიშის ქვეწარმავალის დაკბენისა და დაგესვლისგან იხსნა.

ლომჯარიას მიერ გავრცელებული სტატუსის მიხედვით, საფრთხის შემჩნევისას ძაღლი აფორიაქდა და ყეფა დაიწყო, ბავშვი გადარჩა, თუმცა გიურზემ ჰასკი დაკბინა.


მისი მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში და ამ დროისთვის ძაღლი თავს კარგად გრძნობს.


„დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე.
წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის „რაღაცას“ ეს „რაღაცა“ კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში.


მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“, - წერს ლომჯარია.