ტყუპი ძმები, რომლებიც გააშვილეს, ერთმანეთს წლების შემდეგ საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ

  • imedinews.ge
  • 11 ივლისი 00:14

გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს წლების შემდეგ თელავის საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ, ამის შესახებ „იმედი“ წერს.

 

ლუკა კულულაშვილი, რომელიც თელავის მე-9 სკოლაში სწავლობს, გამოცდას გუშინ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდა.


გამოცდის დაწყებამდე მას თანაკლასელებმა უთხრეს, რომ ერთი ახალგაზრდა ძალიან ჰგავდა და ურჩიეს, თანატოლი თავად ენახა. ლუკამ იმ დროს არ იცოდა, რამდენად ახლოს იყო ახალგაზრდა, რომელიც ბოლოს მისი ტყუპისცალი აღმოჩნდა.


როგორც ირკვევა, ორივე სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს და ისინი ერთმანეთს წლების შემდეგ მაინც შეხვდნენ.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge