გიორგი, ალბათ, მაქედან რამდენ რამეს ხედავ და განიცდი - ნატო დუმბაძის ემოციური პოსტი

  • 10 ივლისი 22:49

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება.

„დაიდო ექსპერტიზის დასკვნა! ღმერთო რა ცხოველი უნდა იყო? ასე როგორ გაიმეტეთ? ეს ხომ წამებაა , წამება! მართლა არანაირი სიტყვა არ მიესადაგება ამის ჩამდენს თუ ჩამდენებს! გაიქეცით ბოლომდე მოგყვებით არა ? ჩაყევით და მოკალით? თქვენ ხომ მოკალით და მისმა იქ მყოფმა მეგობრებმა კი მიწა მიაყარეთ და ისე მოკლით ხო? როგორ უნდა იცხოვროთ? როგორ უნდა უყუროთ თქვენს შვილებს? როგორ? როგორ და თქვენ ყველა ამის ჩამდენებიც ,მხდალი და არაადამიანი მეგობრებიც ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა იწვოდეთ აქაც და იქაც სამუდამოდ!გიორგი ალბათ მაქედან რამდენ რამეს ხედავ და განიცდი, თუმცა ეგ სინათლე აქაურ სიბნელეს ჯობია !“- წერს ნატო დუმბაძე.



ცნობისთვის, დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას ექსპერტიზის პასუხების ფარგლებში დასმულ კითხვებზე უპასუხა. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილს მიყენებული ჰქონდა დაზიანებები, რომლებიც სასიკვდილო არ იქნებოდა. მირიან ნიკოლაძე ვარაუდობს, რომ გიორგი შაქარაშვილი არაგვში გადააგდეს. მისივე თქმით, პროკურატურის მიერ საქმის გადაკვალიფიცირება ოჯახისთვის მისაღებია. ამავდროულად ნიკოლაძე ამბობს, რომ საქმე კონკრეტულად 109-ე მუხლით უნდა აღიძრას.