კალათბურთის ეროვნული ნაკრები თორნიკე შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს (ვიდეო)

  • 10 ივლისი 19:29

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები კაპიტან თორნიკე შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს.  ეროვნული ნაკრები ამასთან დაკავშირებით ვიდეოს აქვეყნებს. 

გთავაზობთ ვიდეოს, რომელსაც კალათბურთის ერვნული ნაკრები აქვეყნებს.



ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანური გუნდ „ბასკონიადან“ რუსეთის კლუბ „ცსკა“-ში გადადის. სპორტსმენის, ამ გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა.


ადამიანების ნაწილი მას ოკუპანტი ქვეყნის გუნდში გადასვლის გამო აკრიტიკებს, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და ამ გადაწყვეტილების გამო შენგელია არ უნდა გაკიცხონ.