შველის თუ არა ხაში მოტეხილობას? - ვაჟა გაფრინდაშვილის განმარტება

  • 10 ივლისი 21:43

სამედიცინო სფეროში უამრავი მითი არსებობს. თეორია, იმის შესახებ, რომ ხაში ხელს უწყობს მოტეხილობის მკურნალობას, დღემდე დავის საგანია, ამ მეთოდს ბევრი ადამიანი იყენებს და ბევრი ექიმიც უნიშნავს პაციენტს, იმისთვის, რომ ჭრილობა სწაფად მოშუშდეს.

თუმცა, როგორც დაიჯესტს ცნობილი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი უყვება, თეორია იმის შესახებ, რომ პაციენტმა სხეულის რომელიმე ნაწილის მოტეხილობის დროს აუცილებლად უნდა მიიღოს ხაში, მცდარია. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მითი.


„ხაში ნამდვილად არ შველის მოტეხილობას, ეს მითია. ვისაც უყვარს, მას შეუძლია მიირთვას, თუმცა ჭრილობის სწრაფად მოსაშუშებლად ხაში არ გამოდგება“- ამბობს „დაიჯესტთან“ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.


მოტეხილობის შესახებ უამრავი მითი არსებობს და ხაშზე გავრცელებული მითი, რა თქმა უნდა, ერთადერთი არ არის.


გთავაზობთ მითების ჩამონათვალს, რომელიც მოტეხილობის შესახებ არსებობს: 


მითი 1. თუ თქვენ შეგიძლიათ დაზიანებული კიდური გაამოძრაოთ, მოტეხილობა არ არის


მითი 2. თუ ეს მოტეხილობაა, საშინლად გეტკინებათ


მითი 3. ფეხის თითის მოტეხის შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვას აზრი არა აქვს, რადგან ისინი მაინც ვერ დაგეხმარებიან


მითი 4. მას შემდეგ რაც მოტეხილი ძვალი აღდგება, ის უფრო ძლიერი გახდება, ვიდრე მოტეხამდე.


სამედიცინო მითები შესაძლოა, ლოგიკურ ვარაუდებზე დაყრდნობით იქმნებოდა და იქმნება, თუმცა, ეს მათ ჭეშმარიტებას სულაც არ გულისხმობს.