გლდანში საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართო სროლა იყო

  • 1tv.ge
  • 10 ივლისი 00:55

თბილისში, მეტრო ახმეტელის მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.  1tv-ს ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში იმყოფება კაცი, რომელიც ბინიდან უმისამართოდ ისრვრის.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები.


შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.


 

წყარო: 1tv.ge