ბოდიში, რომ თეთრ პერანგიანი მამაკაცი არ აღმოჩნდა ავთანდილ ბილანიშვილი - ადვოკატი

  • kvira.ge
  • 10 ივლისი 00:41

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ ადვოკატის თამარ აბესაძის განცხადებით, ავთანდილ ბილანიშვილი, იმიტომ გამოცხადდა  სამინისტროში, რომ მის უახლოეს მოგობარს აყენებენ ჩრდილს.

„ავთანდილ ბილანიშვილი, რატომ გამოცხადდა სამინისტროში? – ავთანდილ ბილანიშვილის უახლოეს მოგობარს აყენებენ ჩრდილს, ძალიან ცუდ რაღაცეებს საუბრობენ ძალიან ისეთი ამაზრზენი პოსტები იდება ამაზე და იცით ვისზეც, – ბერა ივანიშვილზე“, - განაცხადა აბესაძემ.


მისივე თქმით, საზოგადოების ნაწილს გული დაწყდა, რომ გავრცელებულ ვიდეოში თეთრ პერანგიანი კაცი ავთანდილ ბილანიშვილი არ აღმოჩნდა.


„ბოდიში მომიხდია, ყველასთვის ვისაც გული დაწყდა, არ მაქვს საუბარი თქვენზე, მაგრამ, საზოგადოების რაღაც ნაწილს გული დაწყდა, რომ ეს თეთრ პერანგიანი მამაკაცი არ აღმოჩნდა ავთანდილ ბილანიშვილი“, – აცხადებს ადვოკატი.


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი თეთრპერანგიანი მამაკაცი ლაშა ლურსმანაშვილი აღმოჩნდა. აღნიშნულის შესახებ ლურსმანაშვილმა თავად განაცხადა.


არაფერი ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით. ერთადერთს გეტყვით, რომ ღამე ჩამოვედი ჩემს პირად საქმეზე და მოვხვდი არასწორ ადგილას არასწორ დროს. ამირხანაშვილს არ ვიცნობ არავის, უბრალოდ ადამიანმა დარეკვა მთხოვა და დასარეკი არ მქონდა. ამირხანაშვილი მოვიდა ჩემთან და მე არ მივსულვარ მასთან“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა​​.


19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.


28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

სრული ვერსიის ნახვა kvira.ge