ხანძარი რუსთავში - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

  • 9 ივლისი 22:30

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს ინფორმაციით, რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.

სააგენტოს ცნობით, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ქრობის სამუშაოების პარალელურად კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.


საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.