ინგა გრიგოლია შსს-ს ექსპერიმენტთან დაკავშირებით განცხადებას პირდაპირ ეთერში პასუხობს

  • 9 ივლისი 22:05

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის ექსპერიმენტთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გაკეთებულ განცხადებას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პირდაპირ ეთერში პასუხობს.

გრიგოლიამ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს უთხრა, რომ მედიასა და საზოგადოებას შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერის ავთენტურობის არ სჯერა.


გრიგოლია ამბობს, რომ შსს-ს მიმართ მედიასა და საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვთ და ტელევიზიის ექსპერიმენტი სწორედ ამ და სხვა ეჭვების გამო ჩატარდა.


„ჩემო ნინო, ძლიან უხერხული სტატუსია. იცით რატომ ვატარებთ ამგვარ ექსპერიმენტებს? იმიტომ, რომ არ გვჯერა, რომ ავთენტურია ის ზარი, რომელიც თქვენმა სტრუქტურამ გაასაჯაროვა. თქვენ ხართ ჟურნალიტი, მინიმუმ ყოფილი ჟურნალისტი და ძალიან უხერხულია თქვენი ამდაგვარი დამოკიდებულება. ნინო, „ოცნება“ ყოველთვის არ იქნება და არც შენ არ იქნები ყოველთვის იმ თანამდებობაზე, რაზეც ახლა ხარ. ამიტომ, ჟურნალისტებზე თავდასხმას იქნებ შეეშვა და პასუხები გაგვცეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სირცხვილია მედიის დადანაშაულება იმაში, რასაც ახლა თქვენი უწყება აკეთებს. და თუ რამეში დამნაშვეები ვართ, კანონით გვაგებინეთ პასუხი“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.



შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის სტატუსი:


„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი.


რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს“.