საქართველოს საზღვარი საბერძნეთმაც გაუხსნა

  • pia.ge
  • 9 ივლისი 21:01

schengenvisa.info-ს ცნობით, საბერძნეთმა ევროკავშირის 14 არაწევრი ქვეყნისთვის საზღვრები გახსნა, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოა. 

სტატიის მიხედვით, საქართველოს გარდა საბერძნეთის საზღვარი ღიაა შემდეგი ქვეყნებისთვის: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ურუგვაი, ტუნისი და ჩინეთი (ჩინეთი იმ პირობით, თუ ისიც გახსნის საზღვარს).


საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრები სრულად მარტის შუა რიცხვებში ჩაკეტა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge