ანანიაშვილი არც გაუკიცხავთ - ვიღაცის კალათბურთი არ მოსულა და ვიღაცის - მერე რა? - ალექსანდრე ლორთქიფანიძე

  • 9 ივლისი 20:44

მწერალი და ინტელექტუალურ კლუბ „რა? სად? როდის?“ წევრი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ქართველი საზოგადოების მხრიდან ოკუპანტი რუსეთისადმი დამოკიდებულებაში ორმაგი სტანდატრტების თავიდან აცილებას ითხოვს.

ლორთქიფანიძე წერს, რომ საზოგადოებას რუსეთში წასული ქართველი ცნობილი სახეების მიმართ დამოკიდებულება არაობიექტურია - ზოგ ადამიანს მკაცრად აკრიტეიკებენ, ხოგზე კი რეაქცია საერთოდ არ აქვთ.


„მე მაინტერესებს, რა მოსულა რუსეთში და რა არა?


ყოველგვარი ორაზროვანი ქვეტექსტების გარეშე, ორმაგი სტანდარტები რომ თავიდან ავიცილოთ, შევთანხმდეთ ერთხელ და სამუდამოდ, აი ეს მოსულა, აი ეს - არა. ანდა, სრული ბოიკოტი ოკუპანტს, რუსეთთან საერთოდ არ უნდა დავიჭიროთ საქმე. მაგრამ რაღაცაზე შევთანხმდეთ, თორემ ისე გამოდის რომ ვიღაცის სიმღერა არ მოსულა და ვიღაცის ცეკვა - მერე რა, ვიღაცის კალათბურთი არ მოსულა და ვიღაცის ფეხბურთი - მერე რა, ვიღაცის მასტერკლასი არ მოსულა და ვიღაცის უმაღლესი განათლება - მერე რა, ვიღაცის დიპლომატიური შეხვედრები არ მოსულა და ვიღაცის პოლიტიკური კავშირები - მერე რა, ვიღაცის რუსეთში გამდიდრება არ მოსულა და ვიღაცის - მერე რა. ჰოდა, როგორაა ეგ ამბავი?“ - წერს ლორთიფანიძე.


ალექსანდრე ლორთქიფანიძის ზემოაღნიშნლი სტატუსი დიდი ალბათობით ქართველი სპორტსემინის თორნიკე შენგელიას რუსეთის „ცსკა“-ში გადასვლით გამოწვეულ აჟიოტაჟს ეხება.


ლორთქიფანიძის ამ პოსტს მისი მეგობრების კომენატრები მოჰყვა, რომლებიც შენგელიას რუსეთის კლუბში გადასვლით უკმაყოფილებას გამოხატავენ, თუმცა აღნიშნავენ რომ ორმაგი სტანდარტი მათთვისაც მიუღებელია:


ცვატა ბერძენიშვილი: მე ვუყურებ მასლოუს პირამიდის ჭრილიდან. ვიტალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საფეხურზე მყოფ ტიპს (ანუ ტიპს, რომელსაც საჭმელიც კი უჭირს) ვერ დავამუნათებ ან რუსული პროდუქციის ყიდვისთვის, ან იქ თავისი პროდუქციის გატანისთვის. აი ცოტა მაღალ საფეხურზე მყოფი ტიპების მიმართ სხვა მოთხოვნები მექნებოდა. მაგ. თორნიკე შენგელია.


დავით ცინცაძე: არ მოსულა. აი ეგრეა ეგ ამბავი, მოკლედ და კონკრეტულად. არც ცეკვა არც თამაში არც სიმღერა და მითუმეტეს თუ ეს ყველაფერი სსრკს დროს კი არ დაგიწყია, არამედ ახლა მიდიხარ.


ალექსანდრე ლორთქიფანიძე: რავი ტრენდებს ქმნის ზოგი. აი ჯანო ანანიძის და სხვა ქართველი ფეხბურთელების მიმართ „ვაფშე“ არ ყოფილა პრეტენზია, არც ნინო ანანიაშვილი გაუკიცხავთ, არც იქ ნასტავლი ჩვენი პოლიტიკოსები და ა.შ.“