თამარ მახარობლიძე: საქართველოს დამაზიანებელი დეფინიციები კანონპროექტში ვერ მოხვდება, რადგან ამისთვის არცერთი პირობა არ არსებობს

  • 9 ივლისი 20:17

„საქართველოს დამაზიანებელი დეფინიციები კანონპროექტში ვერ მოვხდება, რადგან ამისთვის არცერთი პირობა არ არსებობს” - ასე ეხმიანება ექსპერტი თამარ მახარობლიძე ოპოზიციის განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტში კიდევ რამდენიმე შენიშვნა უნდა შევიდეს.

მისი თქმით, ეს იყო მხოლოდ რამდენიმე კონგრესმენის მოსაზრება და მცდელობა იმისა, რომ შესულიყო პროექტში, მაგრამ არ შესულა და არის მხოლოდ რეპორტში, რომელსაც არანაირი ძალა არ აქვს.


„დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, კონგრესმა კანონში სანქციების დაწესების შესახებ შესწორებები შეიტანა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს იყო მხოლოდ რამდენიმე კონგრესმენის მოსაზრება და მცდელობა იმისა, რომ შესულიყო პროექტში, მაგრამ არ შესულა და არის მხოლოდ რეპორტში, რომელსაც არანაირი ძალა არ აქვს.


საქართველოს დამაზიანებელი დეფინიციები კანონპროექტში ვერ მოვხდება, რადგან ამისთვის არცერთი პირობა არ არსებობს. მთავრობის მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კანონპროექტში მოხვდეს მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი დეფინიციები, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და ა.შ. ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსადმი ბოლო წლების განმავლობაში იყო და არის ძალიან მჭიდრო და მომავალშიც ასე გაგრძელდება” - აღნიშნავს თამარ მახარობლიძე.