შარტავაზე მშენებარე კორპუსში გაჩენილ ხანძარს 5 ბრიგადა აქრობა

  • 22 ნოემბერი 17:03

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ხანძარი იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი პლასტმასის მილებს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.