თეთრპერანგიანი პირის ვინაობა დადგენილია - ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი

  • 8 ივლისი 23:38

„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი. გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ გამოცხადდა დღეს სამინისტროში და წარადგინდა მტკიცებულებები.

ერძოდ, ამონაწეილი ტელეფონიდან და სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ის იმ ღამეს უბანში იმყოფებოდა და იქიდან არ გასულა“, - ამის შესახებ ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, შსს-მ უკვე დაადგინა გავრცელებულ კადრებში დაფიქსირებული თეთრპერანგიანი პირის ვინაობა.


„დაადგინეს იმ პირის ვინაობა, რომელზეც „მთავარი არხი“ ამბობდა, რომ ის არის „კაწრო“,- აღნიშნა ადვოკატმა.


როგორც თამარ აბესაძემ განაცხადა, გამოძიება იდენტიფიცირებული პირის გამოკითხვასაც გეგმავს.