მერაბ ქვარაიას ბიურო ოპოზიციონერებმა ვერ დააბოქლომეს...

  • 22 ნოემბერი 16:45

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შენობაში შეღწევას და მაჟორიტარის ბიუროს კარზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ. 

თუმცა ამის საშუალება მათ მაჟორიტარის მხარდამჭერებმა არ მისცეს, რომლებმაც დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაცია მედიისგან შეიტყვეს და აქციის დაწყებამდე ბიუროში მხარდასაჭერად მივიდნენ.


ინფორმაციისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილება. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები თავად უმრავლესობიდან დააკლდა.