რატომ გაჩნდა „კაწრო“ შაქარაშვილის საქმეში - ადვოკატის განმარტება

  • 8 ივლისი 20:49

ადვოკატი დავით გირგვლიანი სოციალურ ქსელში წერს, თუ რატომ გამოჩნდა შაქარაშვილის საქმეში ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“.

 

„რატომ გაჩნდა „კაწრო“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში?


ვიდეო რომელზეც ჩანს უცნობი პიროვნება, რომელიც ხვდება სავარაუდოდ ამირხანაშვილს მე არ მგონია რომ იყოს ვინმე „კაწრო“!


საერთოდ არ მგონია, რომ კაწროს რაიმე შეხება აქვს ამ საქმესთან! და მაინც რატომ ახსენებენ მუდამ „კაწროს“?



  • ავტორიტეტის შვილია

  • დაახლოებულია დიდ ხალხთან

  • ხალხი ადვილად დაიჯერებს რომ მას მფარველობენ!                                                                       


რას ვაკეთებთ ჩვენ?


ყველანი პროკურორ-მოსამართლეები გავხდით და ვითხოვთ ადამიანის დასჯას, რომელიც სრულიად უდანაშაულო შეიძლება იყოს!


ვაზიანებთ და თავს ვესხმით ახალგაზრდა და დიდი ალბათობით უდანაშაულო ბიჭს! მის ოჯახს! ახლობლებს! დამიჯერეთ ეს არის ძალიან დიდი დარტყმა მათთვის!


დაელოდეთ გამოძიებას !


დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ,რომ ყველა ადამიანი უდანაშაულოა სანამ მისი ბრალი არ დამტკიცდება და ჩვენ მანამდე არავისი ლანძღვის და განკითხვის უფლება არ გვაქვს!”- წერს ადვოკატი.


შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ბილანიშვილი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფება.