ოკამში 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

  • 8 ივლისი 20:28

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 21-წლის ბიჭი გარდაიცვალა.

როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის გარდაცვლილი ბიჭი მშობლებმა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.