უნგრული პროგრამით დაინტერესებული კონკურსანტების საყურადღებოდ!

  • 22 ნოემბერი 16:03

სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum“ 2020-2021 სასწავლო წლის კონკურსი გამოცხადდა.

ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე - 2019 წლის  22 ნოემბრიდან 2020 წლის 15 იანვრის ჩათვლით.


ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე: http://studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programme, ისე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე:  https://app.iec.gov.ge/


უნგრეთის მთავრობის სტიპენდია „Stipendium Hungaricum“  დაარსდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი გამგზავნი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული.


2017 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა 2017-2020 წლებისთვის ახალ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამას უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის მხარდასაჭერად. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის  საზოგადოებრივი  ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.


პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:



  • ბაკალავრიატი - 25 

  • მაგისტრატურა - 25 

  • დოქტორანტურა - 20

  • ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა - 5

  • სახელოვნებო მიმართულება (ყველა აკადემიური საფეხურისთვის) - 5


პროგრამა ითვალისწინებს უნგრული ენის მოსამზადებელი კურსის დაფინანსებას იმ სტიპენდიატებისთვის, ვისაც უნგრულ ენაზე სურს სწავლის გაგრძელება. 


კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტიპენდიატები 2020-2021 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებში). 


დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელი ფართის ქირის ანაზღაურებასა და სამედიცინო დაზღვევას სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.


განათლების საერთაშორისო ცენტრი აღნიშნულ პროგრამას 2017 წლიდან ახორციელებს. დღემდე პროგრამით საქართველოს ორასამდე მოქალაქემ ისარგებლა. 


განათლების საერთაშორისო ცენტრი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური