„ვიჩხუბეთ, შეიძლება დამიჭირონ“ - რას წერდა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირი მეგობარ გოგოს

  • 8 ივლისი 18:54

„ტვ პირველი“ ფეხბურთელის საქმის ფიგურანტის, თენგიზ ბარბაქაძის მეგობართან მიმოწერას ასაჯაროებს.

 

 

მიმოწერაში ჩანს თუ როგორ ეუბნება ბარბაქაძე მეგობარ გოგონას, რომ იჩხუბეს და შესაძლოა დაიჭირონ.


მიმოწერა WhatsApp-ში, რომელიც წაშლის მერეა აღდგენილი, თენგო მეგობარს წერს, რომ დაბადების დღეზე იჩხუბეს და ერთ-ერთი მათგანი დაიკარგა. ბარბაქაძე გოგონას ეუბნება იმასაც, რომ შესაძლოა, 20 წელი მიუსაჯონ. 


ცნობისთვის, 22 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.